გურულმა აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მერვედფინალში ლაშა გურულმა (67 კგ) აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა.
გურული მეოთხედფინალში იასპარეზებს. ბრძოლა 1-ელ აგვისტოს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში პრიზიორი გახდება, რადგან ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია.