გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

პროკურატურამ პოლიციელების დანაშაულის დაფარვის მიზნით იკადრა ის, რომ ამოჭრა ის მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოდგენილ ვიდეოებში შეუძლებელია საგნების იდენტიფიცირება, რაც ბრალდებულთა დანაშაულს ვერ დაადასტურებს.
„ეს ვიდეოები არასოდეს არ იყო ვარგისი, რომ საგნების იდენტიფიცირება მომხდარიყო ვინ და რა ისროლა. თუ ეს საგანი ვინმესთვის საშიში არ ყოფილა, გამოდის, რომ საერთოდ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს აღძრული მათ წინააღმდეგ.
გური მირცხულავას შემთხვევაში, ნაჩვენები გასროლა არ არის პოლიციის მისამართით. ექსპერტმა თქვა, რომ საგანი, რომელიც ჯანო არჩაიამ ისროლა, არ მოხვედრია არავის და დაგორდა უკან, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფორმა მრგვალი ან ოვალური იყო, ასევე ეს იყო საგანი, რომელიც პოლიციელმა ესროლა დემონსტრანტებს.
ასევე მთავარია, რომ პროკურატურამ პოლიციელების დანაშაულის დაფარვის მიზნით იკადრა ის, რომ ამოჭრა ის მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით.
ექსპერტმა ამხილა პროკურატურის ექსპერტები და ექსპერტიზები, რომ ტყუილს წერდნენ, რომ მათ საგნები განსაზღვრეს თუ რა იყო.
თუ საგანი განსაზღვრული არ არის დანაშაული და ბრალი არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში, ყველა აპელირებდა იმაზე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომ თუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და პოლიციელს რაიმე ესროლა, უნდა იყოს დაკავებული. შესაბამისად, ექსპერტმა შეახმო საქმეზე პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს ეს სიტყვები, რომლებიც ზეპირად საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში და აჩვენა, რომ ან მატყუარები და სულელები არიან, ან სამართლის არმცოდნეები. თვითონ აირჩიონ რომელი ეპითეტი მიესადაგება”,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.