გური ბოჭორიშვილი, რომელმაც მათემატიკა, ქართული და ინგლისური მაქსიმალურ ქულებზე ჩააბარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

kvirispalitra.ge გაგაცნობთ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ გური ბოჭორიშვილს, რომელმაც სამივე საგანში: ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში მაქსიმალური ქულები აიღო.

 გური, გილოცავ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას. გაგვიზიარე შენი ემოციები და განცდები … როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი შედეგები?

– ძალიან გაგვიხარდა ყველას. ბებიასთან ერთად ვიყავი, როცა ქულები ვნახე. სამივე საგანში მაქსიმალური ქულის აღება წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ღმერთის წყალობისა და მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს მაძლევდნენ. მასწავლებლებთან დავდიოდი, იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებზე გავდიოდი და უკვე მიჩვეული ვიყავი საგამოცდო პროცესს. ვაკვირდებოდი ჩემს თავს, რა უნდა გამომესწორებინა. გამოცდებზე გასვლის შემდეგ მოლოდინი მქონდა, რომ კარგი ქულები მელოდა. ქართულზე და მათემატიკაზე მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, რომ ქულები არ დაკარგო, დეტალებზე უნდა კონცენტრირდე. შესაძლოა იცოდე პასუხი, მაგრამ რაღაცას საკმარისი ყურადღება არ დაუთმო და ამან შეგიშალოს ხელი.

– საუბრიდან ჩანს, რომ მასწავლებლებთან მეცადინეობდი… როგორ ფიქრობ რეპეტიტორებთან სიარული მაქსიმალური ქულების მოსაპოვებლად აუცილებელია?

– დიახ, მე დავდიოდი მასწავლებლებთან. მათთან სიარული უფრო მეტად თავდაჯერებულს გვხდის და გვეხმარება წარმატების მიღწევაში. სკოლაშიც შესაძლებელია ისეთი ცოდნის მიღება, რომელიც გამოცდებზე გვჭირდება. წინა წელსაც ვიყავი გასული ეროვნულებზე საკუთარი თავის გამოსაცდელად და მაშინაც მაღალი ქულები ავიღე.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ