გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
2022 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია