გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი ურუშაძემ, კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გურიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ