გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი ღურჯუმელიძემ ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას რეგიონული განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას, დასაქმების ხელშეწყობასა და სოციალური პროგრამების გაფართოებას. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გურიის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. შეხვედრას სამივე მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე