გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვაშნარის ნაქალაქარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვაშნარის ნაქალაქარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ლაშა ჭელიძესთან ერთად, ვაშნარის ნაქალაქარში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ძეგლის მდგომარეობას და მიმდინარე სამუშაოებს. ვაშნარის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ძნელაძე, ხოლო სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.
ადგილზე მიმდინარეობს ძველი მონაკვეთების გაწმენდა, ახალი არქიტექტურული და კულტურული ფენების შესწავლა და ზოგადი კვლევითი პროცესები. ვაშნარის ტერიტორია წარმოადგენს ისტორიულად მნიშვნელოვან ობიექტს. კვლევები მიზნად ისახავს მისი კულტურული ღირებულებების გამოვლენასა და პოპულარიზაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა