გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი მცირეწლოვანი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოჰყავთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადმოჰყავთ. როგორც “გურია ტვ” წერს, დაშავებული მცირეწლოვანი რეანომობილით ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მას ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.