გურიაში, სხვის დასახმარებლად წასულ მამაკაცს, დაბრუნებისას სახლი ცეცხლის ალში დახვდა – “ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი შვილი, მშობლები და მეუღლე“

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი უმ­ძი­მეს ამ­ბავს ავ­რცე­ლებს. გუ­რი­ა­ში, კაცს, რო­მე­ლიც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სახ­ლი და­ეწ­ვა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში, სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იყო წა­სუ­ლი, რო­დე­საც მის სახ­ლში ხან­ძა­რი და­ი­წყო. დაბ­რუ­ნე­ბულს მთე­ლი სახ­ლი ცე­ცხლის ალში დახ­ვდა გახ­ვე­უ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. მა­მა­კა­ცის მცი­რე­წლო­ვან­მა შვი­ლებ­მა და მე­უღ­ლემ სახ­ლი­დან გა­მოღ­წე­ვა შეძ­ლეს.

“ეს ამ­ბა­ვი გუ­რი­ა­ში ხდე­ბა. მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად იყო გა­და­სუ­ლი და უკან დაბ­რუ­ნე­ბულს სახ­ლი დამ­წვა­რი დახ­ვდა.

ღია ცის ქვეშ დარ­ჩნენ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მშობ­ლე­ბი და მე­უღ­ლე.

გავ­ხსე­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბი. მივ­მარ­თავ კომ­პა­ნი­ებს, მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია. ნა­ნუ­კას ფონდმა ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის 5 ათა­სი ლარი ჩა­უ­რი­ცხა,“ – წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხის­თვის თან­ხას აგ­რო­ვებს და ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ველს შე­უძ­ლია ან­გა­რი­შებ­ზე თან­ხა ჩა­რი­ცხოს.