გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.
,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა, მათ შორის გურიის რეგიონიდან ამ უთანასწორო ომს 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს.
ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე, მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს სა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, ს ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში