მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 2 569 048 ლარი გამოიყო. დოკუმენტს მთავრობის სახელით ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.
გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე განაწილდება:
· ოზურგეთი – 1 228 062 ლარი;
· ჩოხატაური – 794 968 ლარი;
· ლანჩხუთი – 546 018 ლარი.
თებერვლის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა პრობლემები შექმნა. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. სტიქიის შედეგად დაშავდა ათობით სახლი.
ფორუმი
