გურიაში დიდთოვლობით დაზიანებული სახლების სახურავებისთვის გამარტივებული შესყიდვით ₾25 მლნ დაიხარჯება

გურიაში თებერვლის დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს გამარტივებული შესყიდვით შეუძლიათ. ამის უფლება მთავრობამ ამ სამ მუნიციპალიტეტს 21 ივლისის განკარგულებებით მისცა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 805 000 ლარის გამარტივებული შესყიდვის გამოცხადება შეუძლია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს კი დაზიანებული ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შესაკეთებლად 7 365 000 ლარის გამარტივებულ შესყიდვის გამოცხადება შეუძლია.
ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 14 175 000 ლარის სამუშაოების გამარტივებულად შესყიდვის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, გურიაში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობა სტიქიად იქცა, ჩაიკეტა გზა, მოსახლეობა ჩარჩა სახელში, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა.