გურიაში და აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯია” საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკურმა ბრიგადებმა დიდთოვლობის გამო დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილის აღდგენა უკვე მოახერხეს. თუმცა, საგანგებო რეჟიმში მუშაობა კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია ამ დროისთვის შეზღუდვით მეწოდება ოზურგეთის სოფლების ნაწილს, ასევე, ლანჩხუთის ორი სოფლის – სუფსას და ჩოჩხათის ნაწილს, ჩოხატაურში კი სამი სოფლის – ზემო ხეთის, სამებას და თხილგანის ნაწილს.
„კომპანიის ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე და აბონენტების უმრავლესობას მოკლე დროში აღუდგება ენერგომომარაგება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს ასევე ქობულეთში, სადაც სოფლების ნაწილს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები ძაბვას შეძლებისდაგვარად დროულად მიიღებენ.
ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასევე ს მიმდებარე დასახლებების – სამების და ფერიას აბონენტების უმრავლესობას. მუშაობა აქაც მიმდინარეობს და დღის ბოლომდე სრულად აღდგება ენერგომომარაგება.
მუნიციპალიტეტების რაიონული ცენტრები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდებიან“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.