გურიაში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

გურიაში, ბავშვს მატარებელი დაეჯახა.
ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამჟმად მძიმეა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.