გურამ ქუთათელაძე კაუე ფერნანდესთან დამარცხდა

დღეს, 22 მარტს, ლონდონში, UFC Fight Night 255-ზე, მსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე (13-5) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან (10-2) დამარცხდა.
პირველი რაუნდი ბრაზილიელის სრული უპირატესობით წარიმართა, მეორე რაუნდიც ფერნანდესის დომინაციით გაგრძელდა. გურამმა კაუესგან არაერთი დარტყმა მიიღო.
სამწუხაროდ, სურათი არც მესამე რაუნდში შეცვლილა და ქუთათელაძემ ფერნანდესის დარტყმებს ვერაფერი მოუხერხა.
ცნობისთვის, ეს ფერნანდესისთვის UFC-ში მესამე ბრძოლა იყო, მის ანგარიშზე 2 გამარჯვება და 1 მარცხია.
ამ ბრძოლამდე გურამმა UFC-ში აგვისტოში იჩხუბა და ინგლისელი ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
სამწუხაროა, მაგრამ ამით არაფელი არ სრულდება, კორექტივებს შეიტანს მოსამზადებელ კემპში და წარმატებული შედეგიც არ დააყოვნებს… უდიდესი წარმატებები გურამს მომავალში!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში