გურამ როგავა „ფორმულას“ მაყურებელს დაემშვიდობა.
„ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გავაგრძელებ.
აქამდეც ძალიან აქტიური კონტაქტი მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილების მიზნით და ამ ძალისხმევას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებ.
უკვე მივეცი ჩვენება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას, ქიმიური მოწამვლის საქმეზე, ასევე ვითანამშრომლე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ასევე კონკრეტულად ჩემზე თავდასხმის შესახებ ის მტკიცებულებები გადავეცი, რომელიც ადასტურებს, როგორ აკანონებს „ქართული ოცნების“ კრიმინალური მმართველობა განუკითხაობას, დაუსჯელობას, როგორ ცდილობს კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები ჩამოართვას, მათ შორის – გამოძიების უფლება“, – თქვა გურამ როგავამ თავისი საავტორო გადაცემის – „ხალხთან ერთად“ – შესავალ სიტყვაში.




