გურამ როგავა: მე მეორე სიცოცხლეს ვიწყებ და ამ მეორე სიცოცხლეში თქვენ ხართ გვამები

“მე მეორე სიცოცხლეს ვიწყებ და ამ მეორე სიცოცხლეში თქვენ ხართ გვამები – გურამ როგავა იმედის თანამშრომელებს.
“იმედის” თანამშრომლები შეწუხებულან, როგავა რა უფლებით გვიკითხავს მორალსო და “ოცნების” ოფისიდან მიღებული მესიჯბოქსი დაუზეპირებიათ, ხვალ რომ “ხარებამ” გახსნას ტელევიზია, იქ მივა და იმუშავებსო.
კარგით, ამ აბსურდზე თავის მართლებას არ ვაპირებ, გავყვები თქვენს ამ უსუსურ ხაზს.
სადაც არ უნდა ვმუშაობდე, იმას, რაც თქვენ გააკეთეთ, არასდროს ვიკადრებ! სასიკვდილოდ გამიმეტეს და ჩემი ძველი მეგობრები იმდენად დაჩაჩანაკებულები აღმოჩდნენ, რომ პარტიიდან მიღებულ დირექტივას ვერ ეწინააღმდეგებიან და ჩემზე თავდასხმის ამსახველ კადრს ვერ უშვებენ ეთერში.
იგივე რომ ირაკლი ჩიხლაძეს, გიორგი ფუტკარაძეს, სოფო ბერიძეს, ნინო არღვლიანს, ან სხვა ნებისმიერს შემთხვეოდა და ჩემთვის ვინმეს ეთქვა, ამ ვიდეოს ჩვენს ეთერში არ გავუშვებთო, მთელ ნიუსრუმს დავლეწავდი.
აი, ეს არის განსხვავება ჩვენს შორის და კი, თუ საკუთარი თავის დამშვიდებისთვის იმის ძახილი გყოფნით, რომ მე მორალს გიკითხავთ, იყოს ასე, განაგრძეთ ამ ფუჭი მიზნებით ცხოვრება.
რაც არ უნდა დაპირისპირებულ მხარეებს წარმოვადგენდეთ, როგორი გაბუტულები და ნაჩხუბრებიც არ უნდა ვყოფილიყავით, მე იგივეს უბრალოდ არასდროს ვიკადრებდი!
მე მეორე სიცოცხლეს ვიწყებ და ამ მეორე სიცოცხლეში თქვენ ხართ გვამები და მეტი არაფერი!
მადლობა და მშვიდობით! ” – წერს ფორმულას ტელეწამყვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს