გურამ როგავა – ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება

ვაპირებ კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება,- ამის შესახებ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.
მისი თქმით, სოლიდარობის განცხადებები არავის სჭირდება.
„პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც ვეტყვი – არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. ვაპირებ ჩემი და ჩემი კოლეგების შემთხვევაზე კონკრეტული მაგალითებით, ვიდეოებით, კონკრეტული მასალებით ვაჩვენო, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ ხელისუფლება არ გვიმჩნევს და ეს მიზანმიმართულად ხდება იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას“, – განაცხადა როგავამ.
ცნობისთვის, თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე დაშავებულ პირებს ხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ