გურამ მაჭარაშვილი – ხაზარაძის და გახარიას პოლიტიკური ქორწინების მაჭანკლობა ზურაბიშვილს დაავალეს – შვილები თანახმა არ არიან, თუმცა მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს

გუშინ გამოაგორეს და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია – ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს ზურაბიშვილს – შვილები თანახმა არ არიან, თუმცა მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება ვერ მოხდება და ისინი ხმებს დაკარგავენ.
„მინდა გაგახსენოთ ჩვენი – „ხალხის ძალის“ წერილი, რომელიც გამოვაქვეყნეთ ამ წლის 10 ივნისს. ვამბობდით, რომ უცხოური ძალა აუცილებლად დაინახავდა, რომ ბარიერის გადალახვის შანსი „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვას არ ექნებოდა და აუცილებლად მოინდომებდა, რომელიმე პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიების შერწყმას, რათა როგორმე გადაელახათ 5%-იანი ბარიერი. ეს აღსრულდა გუშინ, საზოგადოებამ დაინახა, რომ გამოაგორეს და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია – ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს სალომე ზურაბიშვილს. მოუხედავად იმისა, რომ შვილები თანახმა არ არიან, მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ესეც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხმას ორივე აუცილებლად დაკარგავს. გახარიას მომხრე ხედავს, რომ ხაზარაძის გარდა იქ კიდევაა „ნაცმოძრაობიდან“, და ა.შ. და პირიქით. ამას ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა