რაჟდენ კუპრაშვილის მუქარა არასამთავრობო სექტორს -“ოცნება“ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხდებს, რომ “ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს არ დაემორჩილება“.
ივანიშვილის გუნდის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ პოლიტიკოსებს ახსენებენ, რომლებიც ე.წ. წულუკიანის კომისიას არ დაემორჩილნენ და დღეს საპატიმროში არიან.
თუ ვინმეს ქვეყანაში არ მოსწონს რაიმე ტიპის კანონი, ეს არ არის დანარჩენი საზოგადოების და სახელმწიფოს ბრალეულობა. თქვენ იცით, რომ “ფარას“ კანონი არსებობს საქართველოში, რომელიც ერთი-ერთში არსებობს აშშ-ში. თუ ამ კანონის მოთხოვნებს შენ არ ემორჩილები, მაშინ უნდა გახვიდე ამ ურთიერთობიდან და არც NGO არ უნდა შექმნა და არც პროცესში უნდა მიიღო მონაწილეობა. ადამიანები აპირებენ, რომ ქურდობა ჩაიდინონ და თქვენ მეკითხებით, მათ რომ ქურდობა ჩაიდინონ და დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი, ციხეში წავლენ თუ არა, ამას მეკითხებით, პასუხი თქვენვე გაეცით ამას, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, ამას სასამართლო გადაწყვეტს, სად წავლენ და სად არა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს და ამისთვის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება -განაცხადა მაჭარაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ – რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან მესამე სექტორის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნეს, სადაც მათ ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი კუპრაშვილის უწყება მესამე სექტორს განმარტებას სთხოვს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრება.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ-ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.