გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ – ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კი არ დევნიან, არამედ – კლავენ

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ს პრემიერზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კლავენ.
მისი შეფასებით, თანამედროვე ლიბერალიზმი, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას.
„აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ როცა საუბარია ევროპული ღირებულებებისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობის დაზიანებაზე, ის ხალხი, უცხო ქვეყნების მინისტრები, რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ესენი აზიანებენ.
თანამედროვე ლიბერალიზმი, რეალურად, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას. ამის კლასიკური მაგალითი იყო სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა იარაღით, როცა ლიბერალური პარტიის 71 წლის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ პრემიერს მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდა.“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს