გურამ მაჭარაშვილი: რატომ უნდა გვაინტერესებდეს ე.წ. პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები, თუნდაც, დღეს?

მიკვირს, ლელო-გახარიას პოლიტიკურ ნაბიჯებში ლოგიკას რომ ეძებთ. ამას ხუმრობით თუ კითხულობთ, გეტყვით, მათ თავიდანვე არ სჯეროდათ, რომ საკრებულოებში სერიოზული კვოტები ექნებოდათ. ამბობდნენ, რომ მონაწილეობას რევოლუციაშიც იღებდნენ და არჩევნებშიც, ანუ 16:00 საათის შემდეგ თუ რამე გადატყდებოდა, რევკომის მხარეს დადგებოდნენ.

ამის ილუზია არავის ჰქონდა, მაგრამ მათი მარცხის მიზეზი იმაშია, რომ ეს ხალხი ერთმანეთს არ ენდობა. მანჯგალაძემ თქვა, სურათის გადაღების გარდა საერთო არაფერი გვქონდაო. ამ ძალებს ლელო-სა და გახარიას პარტიაში უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იქნება შეტანილი. დროებით საგამოძიებო კომისიაზე უამრავი მტკიცებულება იყო და 4 ოქტომბერი ზედ დადებული მტკიცებულება იქნება, რომ ეს ხალხი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. ნაცმოძრაობა თავის ფილიალებთან ერთად აუცილებლად გაუქმდება, როგორც პოლიტიკური პარტიები. ამას დიდი მსჯელობა არ დასჭირდება. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ე.წ. პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები, თუნდაც, დღეს? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხარო მოცემულობაა, რომ ისინი ნაცმოძრაობასთან აფილირებული არიან, რაც კომისიაზე დადასტურდა, მათ შორის, ლელოც და გახარიაც, თქვა გურამ მაჭარაშვილმა.