გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობის“ მუდმივად უცხოეთში ყოფნა, იქ ხვეწნა, „დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, იქ ვეღარაფერს ვაკეთებთ და გავნადგურდით პოლიტიკურადო”, ნიშნავს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია უცხოურ ძალებზე

როგორც ჩანს, მათ პატრონებშიც დიდი კითხვის ნიშნებია „ნაცმოძრაობაზე“ და მის ფილიალებზე, იმიტომ რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან აქ – ვეღარც აქციებს აწყობენ, მითუმეტეს, ვეღარც რევოლუციას და პარლამენტშიც აღარ არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და თავისი ფილიალები ლეგიტიმაციას ყოველთვის ეძებდნენ უცხოეთში, ამტკიცებს რომ, ეს არის უცხოური ძალების აგენტურა.
„დიდი განხეთქილებები დაიწყო უკვე და ასეც მოხდება ყოველთვის „ნაცმოძრაობაში“ და მის ფილიალებში. მათი მუდმივად უცხოეთში ყოფნა, იქ ხვეწნა, „დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, იქ ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ და გავნადგურდით პოლიტიკურადო”, ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია უცხოურ ძალებზე. რასაც ამბობენ უნდათ, რომ იგივე გამოიყენონ აქ, მაგრამ არ გამოვა, იმიტომ რომ გაშიფრულია თავიდან ბოლომდე უცხოური ძალები უცხოეთში და აქაური აგენტურა საქართველოში,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გერგიევი გია ყანჩელმა დიდი ხანია, 2008წ. ომის შემდეგ „დაასანქცირა“! ყანჩელისთვის ჩვეული სიმკაცრით, სარკაზმით სავსე წერილიც მისწერა, და, რაც მთავარია, აუკრძალა თავისი ნაწარმოებების შესრულება!”

ხატია დეკანოიძე – შეიძლება ისტორიული კატასტროფა დაგვემართოს, თუ საქართველომ დაკარგა უვიზო მიმოსვლა, ეს შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დასასრული აღმოჩნდეს, რაც რუსეთის ძალიან დიდი ხნის ოცნებაა