გურამ მაჭარაშვილი – მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ!

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ! – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასება მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით
როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამტკიცებდნენ, რომ მოლდოვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რეალური სურათი კი სულ სხვანაირია.
„ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად გაწევრიანდება და სად – არა! ვის აირჩევს და ვის- არა!
ფაქტია, რომ მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აგებულია ტყუილზე და ეს მათ შორის მოლდოვას მაგალითზე გამოჩნდა.
მოლდოვაში საუბარი არ არის 90%-10%-ზე ან 95%-5%-ზე, რა სურათსაც ევროკავშირში ხატავდნენ. არ შეიძლება მოქალაქეთა არც ერთი ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფა მოხდეს. როდესაც საუბრობ, რომ ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეა აბსოლუტური უმრავლესობა და რეალური სურათი არის სულ სხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ იტყუები!
ასეთივე ტყუილებია საქართველოსთან დაკავშირებით, როცა საერთაშორისო დასკვნები აჩვენებს, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის ანტიდემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები

ნათია მეზვრიშვილი – გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა