გურამ მაჭარაშვილი – მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბატონი ტერნერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული, საქართველოს უწუნებს დემოკრატიას

მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბატონი ტერნერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული, საქართველოს უწუნებს დემოკრატიას და აქ ჩამოდის არჩევნების დასაკვირვებლად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დალაგდება, როგორც კი შეერთებული შტატების მხრიდან ურთიერთობები გადაიტვირთება.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბატონი ტერნერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული, საქართველოს უწუნებს დემოკრატიას და აქ ჩამოდის არჩევნების დასაკვირვებლად. წავიკითხოთ საერთაშორისო სააგენტოების დასკვნები და ამ ადამიანების ბიოგრაფიები – ამიტომაც არის, რომ საქართველოს საზოგადოებას არანაირი რეაქცია ასეთ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ რეპუტაციას არ უყურებენ და ისე აკრიტიკებენ საქართველოს, არ ექნებათ არასდროს.
ურთიერთობები მას შემდეგ დალაგდება, როგორც კი შეერთებული შტატების მხრიდან ურთიერთობები გადაიტვირთება. ამისი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომზე. როგორც კი ომი დასრულდება მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ რამდენიმე თვეში მოახერხებს ყველა მხარე, რომ ომი დასრულდეს. ომის დასრულებაზე უკვე ზელენსკი საუბრობს და ბუნებრივია, ყველას სურს, რაც უკრაინაში ხდება მალე დასრულდეს. ამის დასრულების შემდგომ აუცილებლად მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, იმიტომ, რომ შემდგომ დღის წესრიგიდან გაქრება მეორე ფრონტი საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს