გურამ მაჭარაშვილი – თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ სურს, საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეცვალოს – 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია სწორედ ამას მოასწავებს

თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ სურს, საქართველოში ხელისუფლება უკანონოდ შეცვალოს – 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია სწორედ ამას მოასწავებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „დაანონსებულ აქციებში ის ხალხიც იქნება, რომელიც ვითომ არჩევნებში მონაწილეობს“.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „უცხოური ძალები პროცესებში ღიად არიან ჩართული და რევოლუციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის შესახებ ტრენინგებს აფინანსებენ“.
„კარგად ვიცით, რომ უცხოური ძალები, იგივე “გლობალური ომის პარტია” ყოველთვის ემზადება და ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღისთვის და განსაკუთრებით მეორე დღისთვის. უკვე თავად უცხოური აგენტურაც აღარ მალავს, რომ უნდა, საქართველოში უკანონოდ შეცვალოს ხელისუფლება. აფინანსებენ ტრენინგებს, ასეულობით ახალგაზრდა მიჰყავთ, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია, როგორ უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები. ერთ-ერთია მათ შორის, 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაც, რომელიც სწორედ ამას მოასწავებს – ამის მერე რაც ექნებათ, ზუსტად ეს არის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?