გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილი გვარამიას დაუჯერებს, კოშკში გამოიკეტება თუ წინასაახალწლო ზღაპრებს მოჰყვება, მისი გადასაწყვეტია – თუ ის სახელმწიფო შენობაში გამაგრდება, ფეხებს გაფშიკავს, არ გამოვალო, მოვუძებნით საფუძველს და საზოგადოებას შევთავაზებთ სამხიარულო პროცესებს

წელს ახალ წელს მოგვილოცავს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ს შეუძლია იმ ე.წ. ალტერნატიულ პარლამენტში, რომელსაც ხაზარაძე ამზადებს, მივიდეს და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს , – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებას: „ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!“.
როგორც მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა,თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობაში გამაგრდება“, ამას ხელისუფლება შესაბამისად უპასუხებს.
„ერთადერთი რამ, რაც მოხდება არის ის, რომ წელს ახალ წელს მოგვილოცავს ახლად არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
რაც შეეხება, რიგით ზურაბიშვილს, რომელიც 29 დეკემბრიდან რიგითი მოქალაქე იქნება, ის გვარამიას დაუჯერებს და კოშკში გამოიკეტება თუ წინა საახალწლო ზღაპრებს მოჰყვება ეს მისი გადასაწყვეტია, მას შეუძლია იმ ე.წ. ალტერნატიულ პარლამენტში, რომელსაც ხაზარაძე ამზადებს, მივიდეს და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს. წინასაახალწლო პერიოდი იქნება და შეუძლიათ გაერთონ. გვარამიას ჭკუაზე რომ გაივლი და რომ გაიარა, მეტის ღირსი იქნება. გვარამია უცხოეთში წავიდა და იქიდან თავის ამომრჩეველს ეუბნება, მე არ უნდა მოვაწყო რევოლუცია, რევოლუციას ხალხი აწყობსო, მერე თავში უნდა მოვჯდეო. ახლა ზურაბიშვილს დაავალა, ფეხი არ გამოდგა მაქედანო. თავის დროზე ამბობდა, ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არ უნდა შევიდესო, რადგან პრეზიდენტი არ არისო, ახლა ამბობს, არ გამოვიდეს იმ შენობიდანო. არ ვიცი, ახლა, რა ლტოლვა გაუჩნდა ზურაბიშვილისადმი, რომ ასე იცავს.
თუ ზურაბიშვილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობაში გამაგრდება და ფეხებს გაფშიკავს და იტყვის არ გამოვალო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მოვუძებნით საფუძველს და საზოგადოებას შევთავაზებთ სამხიარულო პროცესებს, მაგრამ პრეზიდენტი გახდება ის, ვინც ჩვენ დავსახელეთ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ადგილი არა თუ პარლამენტში, არამედ პოლიტიკაშიც არ არის, შესაბამისად, მათ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.
„ერთი რამ დამისახელეთ, რაც ოპოზიციამ თქვა და შეასრულა. სად არის 61 მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება? – ველოდებით 61 განაცხადს უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. დღეს არის 27 ნოემბერი, მეოთხე დღეა, სად არის განცხადებები? კალამი ვერ იშოვეს თუ ფურცელი არ აქვთ? – დავეხმარებით. თუ მეილზე ვერ აგზავნიან, აქაც დავეხმარებით. ვიმეორებ 61 განცხადება! და არა ერთი, ორი ან ცხრამეტი.
საუბარი არ არის იმაზე ფიზიკურად ვინ შევა და შემოვა, დღეს პარლამენტშია 150-ვე დეპუტატი. არ შემოვალ რას ნიშნავს? არ ვიმუშავებ და ხელფასს მივიღებ?
ჩვენ რაც ვთქვით, ყველაფერი შევასრულეთ და ისინი, რასაც ამბობენ, არაფერს აკეთებენ. ყველაფერს პირიქით აკეთებენ. 2020 წლიდან, ყოველ წელს იძახდნენ ვადამდელი იქნებაო, მოვიდნენ 2024 წლის არჩევნებში. შემდეგ თქვეს, ჩვენ მოვიგებთო, ვერ მოიგეს, შემდეგ თქვეს ჩავხსნით სიებსო, არ ჩახსნეს. აქციებით 100 ათასს ადამიანს გამოვიყვანთო, ვერ გამოიყვანეს, გეგმას გეტყვითო, ვერ თქვეს, ხაზარაძე არის გეგმაო. ხაზარაძემ მე რა გეგმის დამსახველი ვარო. ვერაფერი გააკეთეს, რაც ხალხს შეჰპირდნენ.
მაგათი ადგილი არა თუ პარლამენტში, არამედ პოლიტიკაშიც არ არის, შესაბამისად, მათ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა გასამართლდეს. თუ თვითონ შეგვიწყობენ ხელს, რომ არც პარლამენტში იქნებიან, მით უმეტეს, არც პოლიტიკაში, პროცესი მარტივად წავა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.