გურამ მაჭარაშვილი – ვიდრე ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას გადაურეკონ და განცხადებები ამის შემდეგ გააკეთონ

ვიდრე ოპოზიცია ჩინეთთან ურთიერთობებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე -ს პრეზიდენტს, შვეიცარიის სახელმწიფოს მეთაურს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას გადაურეკონ და განცხადებები ჩინეთზე ამის შემდეგ გააკეთონ, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, „შუა დერეფნის“ პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს არჩევანი და ჩინეთთან ახლო ურთიერთობების განვითარება ბუნებრივია.
„რადიკალური ოპოზიცია ვერც კი ხვდება, რა განცხადებებს აკეთებს ამ თემაზე. მაშინ როდესაც ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას აშშ-ში ცდილობს, შვეიცარიამ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება უკვე გააფორმა და ევროკავშირი ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, ამ დროს ოპოზიციის აზრით, საქართველო ჩინეთს უნდა გაებუტოს. ეს არის მათი პოლიტიკური უსუსურობა. ჩინეთი კი არ შემოდის, არამედ უკვე შემოვიდა მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ