გურამ მაჭარაშვილი – ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი

ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს ს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ს კომპლექსები აქვს.
„მე პირადად მივესალმები, რომ ვაშაძე იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით მისი რესურსი და მისი მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებაში. ის გახდება გაერთიანებული ოპოზიციის სახე. სახე ნგრევის, შეურაცხყოფის, უტიფრობის და ა.შ. მივესალმები, თუ ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის პირველი ნომერი,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის