გურამ მაჭარაშვილი: ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – ყველასთან მართლები არიან

გურამ მაჭარაშვილი: ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – ყველასთან მართლები არიან
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სხედან, ტყუილებს ლაპარაკობენ და მიუხედავად ამისა, მაინც იმას აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა მედიასთან დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალები არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაში დგანან, ამიტომ, „ხალხის ძალა“ აჩვენებს, თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ოპოზიცია.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტური იყოს. ის, რომ ჟურნალისტს მიუთითო, ვინ უნდა დაიბაროს ეთერში და ვინ – არა, ვის რა კითხვა უნდა დაუსვას და ა.შ., არის ზუსტად ფაშისტური გამოვლინება. რესპონდენტს ვინ ეკითხება ჟურნალისტი რა კითხვას დაუსვამს? ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ვუსმენდით ჩემს ეთერში ჩართვამდე და [რასაც ლაპარაკობდა], ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – ყველასთან მართლები არიან. თავიანთი ბელადი სააკაშვილი ხომ უკვე მოინელეს და ასე მოინელებენ სალომე ზურაბიშვილსაც 29 დეკემბრის შემდეგ. აღარავინ არ აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ თვითონ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ, ჩვენ, „ხალხის ძალა“, ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ოპოზიცია. ეს რა ოპოზიციაა, [რასაც დღეს ვუყურებთ], ამას ოპოზიციასაც არავინ უწოდებს – ისინი არა ხელისუფლების, არამედ, ქვეყნის ოპოზიციაში დგანან. ოპოზიციის მნიშვნელობა კი ის არის, რომ ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი იყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს იმ მხრივ, რომ უფრო კარგად გააკეთოს საქმე და უფრო კარგად ებრძოლოს შიდა თუ გარე მტერს. ეს იქნება ზუსტად ჩვენი მოვალეობა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.