გურამ მაჭარაშვილი – ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს

ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ს გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს იქ, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს – აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ თოვლის ბაბუას სახელზე, იქნება რამენაირად ცოტა გონება მაინც გაუნათდეთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ს შესაძლო გაყალბებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ოპოზიციის ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება.
„კარუსელები“ რაც არის საქართველოში, არის სკვერებში. შეუძლია გახარიაც მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს იქ, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ამ „კარუსელზე“ ნიკა მელიაც დაჯდეს. ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში. შეუძლია ოპოზიციას მივიდეს. მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას და არც არასდროს მუშაობდნენ. აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ თოვლის ბაბუას სახელზე, იქნება რამენაირად ცოტა გონება მაინც გაუნათდეთ. ეს არის მხოლოდ მათი შანსი. მეტი სხვა შანსი აღარ აქვთ, იმიტომ რომ ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება. დასცინიან საკუთარივე ამომრჩევლები,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.