გურამ მაჭარაშვილი – გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე, „ვუია“ – მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის

გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე – „ვუია“. მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისვლაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ გახარია კომისიაზე არ მივა, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე – „ვუია“. მოვა – ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი არამარტო ქვეყნის, არამედ გუნდის წინაშეც. ამას კიდევ ერთხელ დაინახავს საჯაროდ საზოგადოება. არ უშველის მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა. იქ რეალურად, საზოგადოება დაინახავს იმას, რასაც ჩვენ გახარიაზე ვამბობდით. თუ არ მოვა, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ვეღარ ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა. შესაბამისად, ამას არც ბრიფინგის ჩანიშვნა უშველის ახლა და არც მისი ძველი ტრიუკები, რომლებიც ძალიან მოძველდა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.
მივა თუ არა გახარია პარლამენტში, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ოფისში 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი