გურამ მაჭარაშვილი – განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის – ზარმაცი სტუდენტის წინასწარი განცხადებაა

განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება [ს] გაყალბებისთვის – ზარმაცი სტუდენტის წინასწარი განცხადებაა, არ მეცადინეობს, იცის, რომ გამოცდაზე ჩაიჭრება და საგამოცდო კომისიას წინასწარ აბრალებს, ჩამჭრიანო, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
„განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის, იმიტომ რომ, თუ ეს დალოცვილები ყველა სათითაოდ ხელისუფლებაში მოდის ისეთი რეიტინგები აქვთ, რანაირად შეიძლება, რომ ასეთ მხარდაჭერას გაყალბება დაუდგეს წინ?! არ არსებობს ასეთი რამ.
პრეზიდენტი ვეტოს ადებს კანონპროექტს, რომელიც არის ევროპული, ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა ზუსტად, ეს არის ზუსტად ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ