გურამ მაჭარაშვილი – ბრიუსელი პირდაპირ ძალისმიერ პოლიტიკაზე არის გადასული – არავინ დათმობს სუვერენიტეტს და ტრადიციებს ვიზალიბერალიზაციისთვის

ბრიუსელი პირდაპირ ძალისმიერ პოლიტიკაზე არის გადასული – არავინ დათმობს სუვერენიტეტს, ტრადიციებს ვიზალიბერალიზაციისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს შანტაჟის მექანიზმად იყენებს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ევრობიუროკრატია, ბოლო წლებია ნებისმიერ მექანიზმს იყენებს პოლიტიკური შანტაჟისთვის. კანდიდატის სტატუსის დროსაც ასე იყო. ვიზალიბერალიზაციის დროსაც ასეა. ამის მტკიცებულება თუნდაც გახლავთ ის, რომ მათივე ინსტიტუტების მიერ აღიარებულია, რომ საქართველო ყველა მაჩვენებელით არის პირველ ხუთეულში, პირველ ოცეულში. მოლდოვა და კი საქართველოზე უკან არიან ყველა მაჩვენებელში. ახლა საუბრობენ რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნას. ხალხი უკვე ხვდება, რომ პირდაპირ ძალისმიერ პოლიტიკაზე არის გადასული ბრიუსელი. სამწუხაროდ, ეს გასაკვირი არც არის, იმიტომ რომ თავად ამერიკის სტრატეგიაში წერია, რომ ბრიუსელმა გადაუხვია ნებისმიერ ევროპულ ღირებულებას. სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოსთან მიმართებით შანტაჟის მექანიზმად აქვთ ეს ვიზალიბერალიზაცია. არავინ დათმობს სუვერენიტეტს, ტრადიციებს ვიზალიბერალიზაციისთვის. ეს, პირიქით, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს,“- განაცხადა მაჭარაშვილმა.