გურამ მაჭარაშვილი: არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ

გურამ მაჭარაშვილი: არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ
ისევ ვრჩები პრეზიდენტადო, აცხადებს. ბევრი დაწესებულება გვაქვს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სადაც ადამიანებს თავი ნაპოლეონ ბონაპარტი, ზოგს კი მთავარი პროკურორი ჰგონია და არიან პალატებში, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. დეპუტატის თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აღარ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მისივე თქმით, ორბელიანების სასახლეს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს სასაცილოდ გაიხდის.
„29 დეკემბრიდან აღარ იქნება პრეზიდენტი. თვითონაც ხვდება ამას და ეს ემჩნევა, მათ შორის, მის გაღიზიანებას. არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ. რაც შეეხება იმას, თუ რას ამბობს თავად – ისევ ვრჩები პრეზიდენტადო აცხადებს. ბევრი დაწესებულება გვაქვს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სადაც ადამიანებს თავი ნაპოლეონ ბონაპარტი, ზოგს კი მთავარი პროკურორი ჰგონია და არიან პალატებში. მაგალითად, სააკაშვილს თავი ისევ მსოფლიო ლიდერი ჰგონია და ფიქრობს, რომ თავად წარმართავს პროცესებს, ამას ჩვენ ვერ დავუშლით. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ორბელიანების სასახლეს და თუ არ დატოვებს, ჩვენთვის სახალისო წარმოდგენაც იქნება წინასაახალწლო დღეებში. არც ვიცი რას იზამს, სააკაშვილივით აძვრება სახურავზე, სანტა კლაუსის თუ „სნეგურაჩკის“ ფორმით, ეს უკვე მხოლოდ მის არასერიოზულობას გაზრდის და სასაცილოდ გაიხდის თავს. ყველამ კარგად იცის, მათ შორის, მისმა პატრონებმაც უცხოეთში, რომ მას უფლებამოსილება აღარ ექნება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თავად ხშირად ახსენებს ამ თარიღს, 29 დეკემბერს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს