გურამ იმნაძე: ძალიან რთულია ხაბეიშვილის ბრალდების აბსურდულობაზე სერიოზული ლაპარაკი, მაგრამ მართლა “ოცნების” სტანდარტებითაც კი უჩვეულოდ კომიკურია ის, რაც სუს-ის ბრიფინგზე მოვისმინეთ

“ძალიან რთულია ხაბეიშვილის ბრალდების აბსურდულობაზე სერიოზული ლაპარაკი, მაგრამ მართლა “ოცნების” სტანდარტებითაც კი უჩვეულოდ კომიკურია ის, რაც სუს-ის ბრიფინგზე მოვისმინეთ.
მართალია, ქრთამის მიცემა “ფორმალური” დანაშაულია და ქრთამის შეთავაზებიდან ის ჩადენილად ითვლება, მაგრამ თავად ქრთამის შეთავაზება უნდა მიემართებოდეს კონკრეტულ პირს და კონკრეტული უკანონო ქმედების ჩადენისკენ იყოს მიმართული. რაც მთავარია, ასეთი შეთავაზების მიზანი უნდა იყოს პირადი გამორჩენა.
კიდევ უფრო სიგიჟეა ქრთამად მიიჩნიო ისეთი საჯარო მოწოდება, რომელიც საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისებას ისახავს მიზნად. კარგი საქციელია მაგალითად უკანონო ბრძანების შეუსრულებლობა, სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის მხილება.
ამ ლოგიკით, არჩევნებზე რომელიმე პარტიის მხრიდან 1000-ლარიანი პენსიის დაპირებაც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. ჰოდა, ხალხო, ვინც დღეს სუს-ში და პროკურატურაში ხართ და ასეთ საქმეებზე სერიოზული სახეებით მართავთ ბრიფინგებს, ნუ ასრულებთ ასეთ საცირკო აკრობატულ სამართლებრივ ნომრებს. ძალიან გაგიჭირდებათ ამ პროფესიული ლაფის ჩამორეცხვა.” – ასე ეხმაურება ლევან ხაბეიშვილის დაკავებას იურისტი გურამ იმნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში