გურამ გურამიშვილი ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გააკეთა.
ინფორმაციის მიხედვით, მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყნის 1100 – ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა: „მწვანე ტრანსპორტი, კრიზისის დროს ფოკუსის შენარჩუნება“.
„მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს პოზიცია ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მრავალმხრივი კვოტების გეოგრაფიული გაფართოების შესახებ, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ტრანსპორტის სექტორში ინოვაციების ხელშეწყობისთვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა.
ITF – ის მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა