28 წლის მცველი გურამ გიორბელიძე “ერზრუმსპორის” ფეხბურთელი გახდა. ქართველი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორბელიძე ბოლოს სერბეთის “ვოივოდინაში” თამაშობდა. გურამს საქართველოს ნაკრებში 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
“ერზრუმსპორი” 4 ტურის შემდეგ თურქეთის პირველ ლიგაში 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და 15 სექტემბერს სტუმრად “გენჩლერბირლიგის” შეხვდება.