გურამ არუთინაშვილი ხატია წერეთლის დაკავებაზე: ვვარაუდობ, კონკურენტის მოცილება სურდათ

“რაღაც რომ ყოფილიყო მე არ დამიმალავდა” – ამის შესახებ გურამ არუთინაშვილი აცხადებს და ხატია წერეთლის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, მომღერლის სალონში მხოლოდ სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი მასაჟები კეთდებოდა და ხატია წერეთელის დაკავება კონკურენციასთანაა დაკავშირებული.

რაღაც რომ ყოფილიყო მე არ დამიმალავდა ამას, გამორიცხულია. გეუბნებით კიდევ ერთხელ, რომ მსგავსი რაღაც, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი აბსოლუტურად გამორიცხულია. 

სალონში კეთდებოდა სარელაქსაციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასეთი მასაჟები კეთდებოდა. 

კონკურენცია იყო ძალიან დიდი ამ მასაჟის სფეროში, ძალიან ბევრი მასაჟის სალონებია და ჩემი აზრით, მე ვვარაუდობ, რომ სურდათ კონკურენტის მოცილება,” – ამბობს გურამ არუთინაშვილი. 

-ს ცნობით, თბილისსა და სამეგრელოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.