“გუნდიდან ყველაზე ძლიერი მოთამაშე წავიდა, მის შეცვლას კი ვერავინ ახერხებს” – ადანიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Rai studios-თან ინტერვიუში “ნაპოლისა” და “რომას” (1:1) მატჩი შეაჯამა, “ინტერის” ყოფილმა მცველმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
“ლუკაკუმ ისე ითამაშა, როგორც ამას წინა შეხვედრებში აკეთებდა, თუმცა მას მოედანზე განსხვავების შექმნა ბურთთან ერთი შეხებითაც კი შეუძლია. ის ვეღარ თამაშობს ისეთ დონეზე როგორც წარსულში, მაგრამ ვიცი, რომ წონის დაკლებას ცდილობს და მჯერა, რომ სერია A-ში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშეა.
ახლა კი მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, “ნაპოლი” კვარაცხელიას შემცვლელის გარეშე თამაშობს, კონტე ქართველის ნაცვლად მოედანზე ზოგჯერ პოლიტანოს, ზოგჯერ კი
ნერეშს ათამაშებდა, თუმცა “პარტენოპეის” არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც “კვარაა”. გუნდიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი წავიდა და როცა მისი შეცვლა ვერ ხდება, პრობლემები უფრო და უფრო იმატებს”, – განაცხადა ადანიმ.
„ნაპოლი“ 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს (ნერაძურის 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 9 თებერვალს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში