“შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმას და განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
Shocking reports of tragic events in Prague. Innocent people were killed and injured. My sincere condolences to the families of the victims. I wish those injured a speedy recovery.— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 21, 2023
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ჩარლზის უნივერსიტეტში მასშტაბურ სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა.