გულწრფელები ვიყოთ, არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში – ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოს წევრად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში. ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ. ჩვენი დანახვა ნატოში ნამდვილად არ სურდათ. ეს სიმართლეა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არცერთ ამერიკელ ლიდერთან საუბრისას არ სმენია, რომ აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი.
მისი თქმით, ეს ზოგადად ამერიკული პოლიტიკის საკითხია.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევცვლით ამ პოლიტიკას“, – დასძინა ზელენსკიმ.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი არმია, გავაორმაგოთ ჯარისკაცების რაოდენობა. ჩვენ გვყავს 110 ბრიგადა, რუსეთს – 220, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას