” გულწრფელად ვიცი, როგორია გატეხილი გული. ბრიტნი მიყვარს და ეს ყოველთვის ასე იქნება” – ჯასტინ თიმბერლეიქისა და ბრიტნი სპირსის სიყვარულის ისტორია – Marao
2000-იანი წლების დასაწყისში ბრიტნი სპირსისა და ჯასტინ თიმბერლეიკის ურთიერთობა ყველას თანამედროვე ზღაპრად მიაჩნდა. ერთმანეთი პირველად თინეიჯერობისას, მიკი მაუსის კლუბის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. 90-იანი წლების ბოლოს მათ გზები ისევ გადაიკვეთა. წყვილი 2002 წელს დაშორდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათი ურთიერთობის მიმართ საზოგადოების ინტერესი უფრო გაიზარდა. დაშორების შემდეგ ჯასტინმა “შურისძიების” სიმღერაც კი დაწერა, მოგვიანებით მომღერალმა ოპრა უინფრის შოუში განაცხადა”
“მე არაფერი მაქვს მისი სიყვარულის გარდა. მას აქვს კეთილი გული და შესანიშნავი ადამიანია.”
· ბრიტნი სპირსი ამტკიცებს, რომ ის 5 წლისაა და მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად
· „ჩვეულებრივი რობოტი გავხდი… საკუთარ თავზე წარმოდგენა სრულად დავკარგე…” – ბრიტნი სპირსი ავტობიოგრაფიულ წიგნში ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
სპირსი და თიმბერლეიკი პირველად Mickey Mouse Club- გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ორივე მხოლოდ 11 წლის იყო, ახალგაზრდა შემსრულებლებს მყისიერი კავშირი ჰქონდათ – მოგვიანებით ბრიტნიმ აღნიშნა, რომ ჯასტინი მისი პირველი კოცნა იყო:
“ერთხელ “სიმართლე და მოქმედებას” ვთამაშობდით, რა დროსაც ჯასტინს ჩემი კოცნა მოუწია. ეს შესანიშნავი დრო იყო – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დრო ჩემს ცხოვრებაში” – იხსენებდა სპირსი.
· „საკუთარ თავში დატყვევებული ქალის გათავისუფლებას ვაპირებ“- ბრიტნი სპირსი საკუთარი ცხოვრების შესახებ ავტობიოგრაფიულ წიგნში ყვება
თიმბერლეიკი კი აღნიშნავდა, რომ ბრიტნი დანახვისთანავე შეუყვარდა.
რამდენიმე წლის შემდეგ მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები გავრცელდა – წყვილმა ურთიერთობა 2000 წელს გააოფიციალურა. 2001 წლის 28 იანვარს ბრიტნი სპირსი და ჯასტინ თიმბერლეიკი Super Bowl-ის შოუზე გამოვიდნენ.
The Guardian- თან ინტერვიუში სპირსმა განაცხადა, რომ მისი და თიმბერლეიკის გადატვირთული გრაფიკი ხშირად ურთიერთობაში პრობლემებს იწვევდა, ამიტომ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა:
“მის მიმართ იგივე გრძნობა მაქვს, რაც ორი წლის წინ მქონდა – ეს არ შეცვლილა, რა თქმა უნდა უფრო გაძლიერდა. ჩვენ იმდენი რამ გამოვიარეთ ერთად… ერთმანეთს 12 წლის ასაკიდან ვიცნობთ.”
2002 წელს წყვილი ერთმანეთ დაშორდა.
“ამას ტირილამდე მიჰყავხარ. ვგრძნობ, რომ სერიალში ვარ. გულწრფელად ვიცი, როგორია გატეხილი გული. ბრიტნი მიყვარს და ეს ყოველთვის ასე იქნება” – ამბობდა მაშინ თიმბერლეიკი.
24 ოქტომბერს ბრიტნი სპირსის მემუარები გამოვიდა სახელწოდებით The Woman in Me. სწორედ აქედან გაირკვა მათი ურთიერთობის დეტალები:
მომღერალმა აბორტი გაიკეთა მას შემდეგ, რაც ჯასტინ თიმბერლეიკისგან დაორსულდა. „დარწმუნებული ვარ, ადამიანებს შევძულდები ამის გამო, მაგრამ მე მას დავეთანხმე, რომ ბავშვი არ გვყოლოდა. აბორტი ის იყო, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარ თავს გავუკეთებდი, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ ეს გავაკეთეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ არავის გაეგო არც ორსულობისა და არც აბორტის შესახებ, ამიტომ ყველაფერი სახლში მოხდა…
იქამდე ვტიროდი, სანამ ყველაფერი არ დასრულდა. ეს საათები გრძელდებოდა და არ მახსოვს, როგორ დამთავრდა, მაგრამ ოცი წლის შემდეგაც მახსოვს მისი ტკივილი და შიში.
ჯასტინი ნამდვილად არ იყო ბედნიერი ორსულობის ამბით. თქვა, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და არ ვიყავით მზად ბავშვისთვის. დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი რამაა, რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია” – წერდა სპირსი.
