გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას, ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას – პაველ ჰერჩინსკი
ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და ბიზნესისთვის პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ევროპაში ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნესკლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში. ევროპული ბიზნესასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნესკლიმატის ინდექსს. ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და პირობების შექმნას როგორც ქართული ბიზნესისთვის ევროპაში, ისე ევროპული ბიზნესის ინვესტიციებისთვის საქართველოში. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაა და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი ამის ნაწილია პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, რომელიც დაგვეხმარა ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
1tv.ge