გულშემატკივრები შოკში არიან – 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბილეთების ფასების გამოქვეყნების შემდეგ გულშემატკივრები შოკირებულნი დარჩნენ. ჯგუფურ ეტაპზე დასასწრები ბილეთის მინიმალური ფასი 100$-დან იწყება, როდესაც 2022 წლის კატარის მუნდიალზე ის მხოლოდ 11$-ს შეადგენდა.
რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპებისთვის ბილეთების ფასი კიდევ უფრო იზრდება და მაგალითისთვის, ფინალის ბილეთის მაქსიმალური ფასი 6370$-ია. შედარებისთვის, კატარში მსგავს ბილეთს მხოლოდ 1607$-ად შეიძენდით. ფასთა სხვაობას კი მოცემულ ორ გრაფაზე თავად გაეცნობით.
აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა უკმაყოფილება და გაოგნება სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატეს. ისინი წერენ, რომ FIFA-ს საქციელი ნამდვილი სიგიჟე და სირცხვილია.
შეხსენებისთვის, 2026 წლის მუნდიალი სამ ქვეყანაში -ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ – მესისა და მისი დედის ემოციები ფინალის შემდეგ [VIDEO]
ბენზემამ მაკრონი უარით გაისტუმრა – ქარიმი მუნდიალის ფინალს არ დაესწრება
5 ახალი ტენდენცია 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
მესის სახლთან ათასობით არგენტინელი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]
რა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?
ლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა