გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც – ლომჯარია სპორტსმენებს

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ქართველ სპორტსმენებს მიმართავს:
“გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!“ – აცხადებს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში საქართველოს ნაკრები სთან 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის სანაკრებო კარიერის ბოლო იყო, ხოლო მატჩის შემდეგ კობახიძისადმი მისმა მადლობამ დარბაზში სტვენა და უკმაყოფილება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ