გულუბრყვილო და საშიშია ფიქრი, რომ ჩინეთს შეუძლია, შეცვალოს შეერთებული შტატები, როგორც სავაჭრო პარტნიორი – ფრანსუა ბაირუ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ გულუბრყვილო და საშიშია იმის ფიქრი, რომ ჩინეთს შეუძლია, შეცვალოს შეერთებული შტატები, როგორც სავაჭრო პარტნიორი.
ფრანსუა ბაირუმ ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, შეინარჩუნონ ერთიანობა სავაჭრო დაძაბულობის ფონზე.
„იდეა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება შეიცვალოს ჩინეთით, საშინლად საშიშია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი როდესაც ზრდის ტარიფებს, ეს არის , მაგრამ როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი 48 საათის შემდეგ ტარიფებს ამცირებს, ეს კიდევ ერთი მიწისძვრაა“, – თქვა ფრანსუა ბაირუმ.
მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უფრო დაბალანსებულ ურთიერთობას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, რომელიც დაფუძნებულია მოლაპარაკებებზე უთანხმოების მოსაგვარებლად და თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების სფეროებში. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, გლობალური არეულობის ფონზე გადახედოს ჩინეთთან ურთიერთობას.
წყარო: 1tv.ge