“გული ძალიან დამწყდა… ჩემი მეგობარია” – ვოლსკი ღარიბაშვილზე

ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, , ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას, ამბობს:
“ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშაულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დამწყდა და გული დამწყდება, როდესაც ჩემ მეგობარზე არის ლაპარაკი, მყავს მხედველობაში”, – ამბობს ოცნების წევრი,
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი 24 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა.
ექსპრემიერს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის გირაო შეეფარდა. ასევე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილის საქმის განხილვამ სასამართლოში 2 თვით გადაიწია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ