“გული მომიკვდა, ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი… ის პოლიტიკური პარტიები რას ფიქრობენ ამ ბიჭების ბედზე, თვითმმართველობის არჩევნებში რომ მიდიან, ვითომც არაფერი ხდება?” – მეტრეველი

“გული მომიკვდა, ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი… ის პოლიტიკური პარტიები რას ფიქრობენ ამ ბიჭების ბედზე, თვითმმართველობის არჩევნებში რომ მიდიან, ვითომც არაფერი ხდება?” – მეტრეველი
საბა ჯიქიას განაჩენის გამოცხადება ერთი კვირით გადაიდო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, ამ ბიჭებს ბრძოლას არ აპატიებენ და უმკაცრესად დასჯიან? მათე დევიძის განაჩენი ხომ ვნახეთ უკვე?
ამიტომ იმ ხალხს მინდა გკითხოთ, ვინც გადაწყვიტეთ, რომ ბრძოლის შედეგს ვერ ხედავთ და აქციებზე გამოსვლას აზრი აღარ აქვს: ამ ბიჭებს ასე უბრძოლველად უტოვებთ ხელისუფლებას? ანუ ამ ბიჭებს, ვინც თქვენი უკეთესი მომავლისთვის თავი გადადო, ასე მარტივად წლობით ტყვეობაში ტოვებთ? თუ გარდა ფართომასშტაბიანი პროტესტისა, რომელიც ხელისუფლებას უკან დახევას აიძულებს, სხვა გზას ხედავთ მათ გამოსახსნელად? ან ის პოლიტიკური პარტიები რას ფიქრობენ ამ ბიჭების ბედზე, თვითმმართველობის არჩევნებში რომ მიდიან, ვითომც არაფერი ხდება? დღეს ყველა პატრიოტს ერთი საზრუნავი უნდა ქონდეს: ტყვეების დახსნა რეჟიმის კლანჭებიდან და ყველა აქცია მხოლოდ ამ მიზნით უნდა იგეგმებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით