თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.
ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გამო გულდაწყვეტილია.
“გული დამწყდა, ეს ახალგაზრდები, რომ არ გაათავისუფლეს! მეგონა, სასამართლო უფრო ლმობიერი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ სიკეთეს, მიტევებას, სიყვარულს შეუძლია გადაგვარჩინოს და გამოგვიყვანოს ამ კრიზისიდან ყველა მებრალება ციხისთვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდები!” – წერს ხათუნა ჟორდანია.